• Home
  • Achi Mamisashvili

Achi Mamisashvili

I was born in a rural area. Part of my family (my mother and her parents) were members of the Baptist Church and another part (my father and his parents) were atheists and later became Orthodox. So if my mother would take me to the Baptist Church one Sunday, my grandmother would try to take me to the Orthodox Church the next Sunday. Being a teenager, I was already fed up with both churches. One Church seemed to be rather hypocritical and another _ more dogmatic. But I always believed in God in my heart.

When I moved to Tbilisi to study at the University, I was very much interested in Peace Cathedral. My interests were caused by critical attitude of my Baptist relatives towards the Cathedra. They did not like the reforms and the progressive ideas in this church. It was here, in Peace Cathedral when I heard that Christianity is a religion of love, that God loves you the way you are, whoever you are. This was so pleasant and so bright that I have not missed a single service for two years. Even on my summer vacations, I was coming from my village twice a week to attend the church services. . 

I made my first real friends here and this is the best what I have in my life. In this church I have friends who would insist that they would never sit next to LGBT person and after my coming out they came to me and hugged me. I have learnt a lot and have grown up thanks to the experience I had in Peace Cathedral.

I cannot wish anything to the Peace Cathedral. On the contrary, I want to wish as many people as possible to have Peace Cathedral in their lives. I wish many prodigal sons to come back J

It is not easy to express my life experience in a hundred words. Before age 22-23 I was absolutely sure I was a woman and I felt myself as a woman and I was suffering in a man’s body. I was suicidal and I had couple of unsuccessful attempts too.  I was going to therapy, I was praying, fasting, but the suffering was not ending and I did not see any way out of the situation. Then I wished to have been born a man. And for some time I was rather feeling as a man and I could see a possibility to be a man. I could have imagined anything but not this. This was so unexpected, shocking and interesting, that I stopped thinking about suicide. I have decided that life is interesting.

I am not going to become a man, but I am not planning to become a woman either. Now I can feel both. And I feel myself as a human being and I feel comfortable with God, as there is no gender, no race, no social class in God. I just want to have freedom to express myself. So my life wisdom is that when you think that there is no reason to live and there is no way out, that is the moment when you need to open yourself, open your heart, open your mind towards new, towards undefined, unexpected. You need to embrace it, except it, know it. This is the way to become a human, to become perfect, this is the way to God.

There is always a reason to live. You never know what may happen in the future. It may take little longer time than you want it to, but when it happens, when something unexpected, something ‘impossible’ happens, then you say that it is worth living. It is worth living at least to have time with the friends you love.

With love and best wishes.

Achiko.

როცა დავიბადე, რაიონში,  ჩემი ოჯახის ნაწილი (დედა და მისი მშობლები) ბაპტისტები იყვნენ, ნაწილი (მამა და მისი მშობლები) ათეისტი და მოგვიანებით მართლმადიდებელი. ერთ კვირას დედას მივყავდი ბაპტისტურ ეკლესიაში, მეორე კვირას ბებია მექაჩებოდა თავის მართლმადიდებლურში. გვიან თინეიჯერობის ასაკში ორივე ეკლესია ამოვიდა ყელში. ერთი საოცრად ფარისევლური იყო (მართლმადიდებლური), მეორე საშინლად დოგმატურ-კონსერვატული (ბაპტისტური). თუმცა გულში ყოველთვის მწამდა ღმერთის. 

როდესაც სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი, მშვიდობის კათედრალით დავინტერესდი, იმიტომ რომ, ჩემს ბაპტისტ პაპა-ბაბოს  მაინცდამაინც არ მოსწონდათ მისი ახალი წინამძღოლი პროგრესულობის და რეფორმების გამო. მოვედი და პირველად აქ მოვისმინე, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. და რომ ღმერთს ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ. ვინც არ უნდა იყო. ეს ისეთი სასიამოვნო და ნათელი იყო, რომ პირველ ერთ-ორ წელიწადს არც ერთი მსახურება გამომიტოვებია, ზაფხულის არდადეგებზე სოფლიდანაც კი ჩამოვდიოდი ხოლმე კვირაში ორჯერ.

აქ შევიძინე პირველი ნამდვილი და საუკეთესო მეგობრები, რაც საუკეთესო რამაა, რაც ამ ცხოვრებაში მაქვს. ასევე მეგობრები, რომლებიც ჩემს ქამინგ აუთამდე ამბობდნენ, რომ ლგბტ ადამიანის გვერდითაც კი ვერ დადგებოდნენ, მაგრამ ქამინგ აუთის შემდეგ მოვიდნენ და ჩამეხუტნენ. ძალიან ბევრი ვისწავლე და გავიზარდე იმ გამოცდილებით, რაც მშვიდობის კათედრალში მივიღე.

რას ვუსურვებ მშვიდობის კათედრალს?  პირიქით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუსურვებ მშვიდობის კათედრალს მათ ცხოვრებაში.  უძღები შვილების დაბრუნებას  : )

ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება 100 სიტყვით ადვილი არ იქნება 🙂  22-23 წლამდე სრულად დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალი ვიყავი და სრულად ქალად ვგრძნობი თავს და იმდენად უბედურად ვგრძნობდი თავს და ვიტანჯებოდი კაცის სხეულში გამოკეტილი, რომ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი ხშირად და რამდენჯერმე ვცადე კიდეც. ვმკურნალობდი, თერაპიაზე დავდიოდი, ვლოცულობდი, ვმარხულობდი,…  ტანჯვა არ მთავრდებოდა და საშველი არ ჩანდა. ბოლოს იქამდე მივედი, ვინატრე, რა იქნებოდა კაცი ვყოფილიყავი მეთქი. გარკვეული დროის შემდეგ ნაწილობრივ კაცად ვგრძნობდი თავს და ვხედავდი კაცად ყოფნის შესაძლებლობას. ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას არა. ეს იმდენად მოულოდნელი, შოკისმომგვრელი და საინტერესო იყო, რომ ეს გახდა მთავარი მიზეზი თუ რატომ გადავიფიქრე თავის მოკვლა. სხვა თუ არაფერი, ცხოვრება საინტერესოა.

კაცობას არ ვაპირებ და აღარც ოპერაციას ქალის სხეულის მისაღებად. თანაგანცდა ორივესი მაქვს. ადამიანი ვარ და ღმერთთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მასში ხომ არ არსებობს სქესი, რასა, სოციალური კლასი, გენდერული იდენტობა,…  უბრალოდ, გამოხატვის თავისუფლება მჭირდება.  …  სიბრძნე ისაა, რომ როდესაც გგონია, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს და საშველი არ ჩანს, გახსენი შენი თავი, გული, გონება განსხვავებულისათვის, შეუცნობელისთვის, მოულოდნელისთვის, მიიღე, თანაუგრძნე, შეიცნე. ესაა გზა ადამიანობისკენ, სრულყოფილებისკენ, ღმერთისკენ.  ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, არასდროს იცი რა მოხდება მომავალში. შეიძლება გვიან, მაგრამ ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, წარმოუდგენელი, მოულოდნელი და „შეუძლებელი“, რომ იტყვი: ღირდა. ასევე, მეგობრებთან გატარებული დროსთვის ღირს ცხოვრება.

დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით

აჩი