• Home
  • Dali Gasviani

Dali Gasviani

I was born in Poti, West Georgia, in 1950. I graduated from school and lived with my family in love and kindness without any connection with religion.

I was 17 when my friend who happened to be my cousin and my schoolmate, died in a car accident.   This fact isolated me from the rest of the world. After graduating from school I continues my studies at Tbilisi State University as a student on the Faculty of Economy. I was the second year student when I came to know Mss Tsiuri Cherkezishvili. She came to study in our group and she brought the light in our lives. One day the dean of our faculty told us that the administration was going to bring back the first year dropouts. I forgot about this until I met one of our friends in the university buildings. I found out, that Tsira, who did not even know him, had found his address and let him know about the news. I was shocked. Why she and not me? That is how we became friends with her.

It was at Tsira’s place when I saw the New Testament for the first time (Old Georgian version).  I was more than happy when she invited me to come to the service.  When I first listened to the sermon of Pastor Gogi Bolghashvili I felt relief from the grief I had for more than three years. And it was then when I decided…

დავიბადე ქალაქ ფოთში, 1950 წელს, სკოლა ამავე ქალაქში დავამთავრე, ვიზრდებოდი სიკეთით აღვსილ ოჯახში, თუმცა რელიგიასთან არავითარი კავშირი არ გვქონდა, 17 წლის ასაკში ერთჭერქვეშ გაზრდილი ერთი გვაარისანი, თანაკლასელი ბიძაშვილები ავარიით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მომწყვიტა გარე სამყაროს, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე, მეორე კურსზე, შემოგვიერთდა ციური ჩერქეზიშვილი. მან სინათლის სხივი შემოიტანა ჯგუფში.

პირველ კურსზე გარიცხული გვყავდა ჯგუფელი და დეკანმა გამოგვიცხადა რომ აღდგენები მიმდინარეობს და შეატყობინეთო. სხვისი არ ვიცი და სამი დღე არ გამხსენებია. მეოთხე დღეს სირბილით დავეწიე უნივერსიტეტის კიბეზე იმედით რომ მე ვახარებდი აღდგენის შესახებ ამბავს. პასუხმა სახეზე ღიმილი გამიშეშა. ახალმა  გადმოსულმა გოგომ დეკანატში მისამართი აიღო მოძებნა და გააგებინა. მოსვენება დავკარგე რატომ მან უცხომ და არა მე.

პირველად ციურის ოჯახში ვიხილე და გადავშალე ახალი აღთქმა, ძველი ქართულით ნაბეჭდი. გული სიხარულით ამევსო, მივიღე შემოთავაზება თუნდაც მხოლოდ ერთხელ დავსწრებოდი ღვთის მსახურებას. ფეხის შედგმისთანავე კათედრიდან გოგი ბოლღაშვილის გულში ჩამწვდომმა სიტყვებმა სამი წლის გლოვისაგან დაღლილ უიმედი გულში დიდი სიხარული შეიტანა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება რომ აქ ვივლიდი,  ამ დღემ სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მსჯავრი არასდროს დამიდია საკუთარი თავისთვის, ამ არჩევანისთვის, ჩემი ავტორიტეტი ბიბლიაა, სადაც მუდამ ვპოულობ პასუხს. უკვე 46 წელია მაცხოვრის ტაბლის თანამეინახე ვარ. 25 წელი ვიმუშავე ეკონომისტად მშენებლობის სფეროში, ამჟამად ვეწევი მისიონერულ მსახურებას, მყავს მეუღლე, სიძე რომელებიც შინ არიან, ქრისტესთან, მყავს დედა, სამი შესანიშნავი გოგო, სიძე და ორი შვილიშვილი მარიამი და ანა . 

მშვიდობის კათედრალი ადგილია სადაც, ქრისტეს სიტყვა გახდა ჩემი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი.

მშვიდობის კათედრალს ვუსურვებ, მშვიდობას ღმერთთან, მშვიდობას საუთარ თავთან და მშვიდობას გარშემო მყოფებთან, 

ჩემთვის სიბრძნე არის ის რომ ცხოვრების გზაზე როგორც უყურებ, აღიქვამ მოვლენებს ისე გარდაგექმნებიან ისინი, უნდა შეძლო ტრაგედიებს უყურო მშვიდობის თავადის მორთმეული ვარდისფერი სათვალით. 

It’s important

Making a DonationYou Help All These People