David Dephy

David Dephy – Georgian poet, novelist, performer, painter, architecture, multimedia artist, the founder of the first Georgian Poets’ Order “Samkauli”. Unique representative of the contemporary culture. His work was recognized as the best writing in Europe in 2012. His works are translated in English, German, Portuguese and critical articles have been published in international media. Dephy has worked with Laurie Anderson and Salman Rushdie.

In 2017 Christians of all traditions were celebrating Easter on the same day, April 16. If there is anything universal what we have in common, it is concept of Freedom. And Christ is the Freedom. This is the connection of people’s hearts that can change the world. 

The ministers of the Peace Cathedral are very special people – all of them. You are called to bring hope and compassion.  When my Easter Verses were included in the Holy Week Liturgy, I remember how my breathing was changing and I felt warmth. And in this warmth I could see the cause and the result and my heart was repeating only one word –‘thank you’.

And yes indeed, I thank God, my dear friends,  the bold spirits of the Peace Cathedral people, you are the shining stars of Jesus’ people. For me poetry is a voice of God in humans and God’s presence is a joy. For me the expression of love is a crown of the poetry. That is the freedom that the Peace Cathedral symbolizes.

I wish this church to have community of million brothers and sisters who love Christ and the neighboure, who are kind people with free spirits.

When I feel myself human, that is when I see God in me. I do not know any other way to God rather than the way to yourself. All that we need is beyond the fears. And the Fear for me is a limitation of dreams, just as I think that hope is longing for the future. I feel so happy when I know that God has chosen me to be the one whom I always wanted to be. The way one wants to be seen, to me it is the sign what kind of person he/she is.

The beauty needs to be seen. We see in others what we have in ourselves or what we want to have. We find things what we carry inside and if we can ever recognize each other it is only through love. Only through love we can recognize free person in each other, as the Love itself is freedom.

დავით დეფი – ქართველი პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მხატვარი, არქიტექტორი, მულტიმედია არტისტი, XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენის „სამკაული“ დამაარსებელი. თანამედროვე კულტურის ორიგინალური წარმომადგენელი. 2012 წლის ევროპის საუკეთესო ნაწარმოების ავტორი. მისი რომანები და პოეზია თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პორტუგალიურ ენებზე, მის ნაწარმოებებზე კრიტიკული არტიკლები გამოქვეყნებულია მსოფლიო პრესაში. თანამშრომლობს ლორი ანდერსონთან, სალმან რუშდისთან.

2017 წელს, ქრისტეს აღდგომას მთელი საქრისტიანო სამყარო, ერთად ზეიმობს – აღდგომა ყველასთვის ერთ დღესაა – 16 აპრილს. და ჩვენ ამ დღესავით თუ რამ გვაერთიანებს ქრისტეს თავისუფლების უბრწყინვალესი იდეაა – ერთმანეთზე გადაბმული, გულთა კავშირებით უძლიერესი და უმდიდრესი ფიქრი, რომელიც უცებ, ერთ წამში ყველაფერს ცვლის და ჩვენც მთელი არსებით ვგრძნობთ მის სიახLOVE-ს.

თქვენ, მშვიდობის კათერდალის სასულიერო პირებო, განსაკუთრებული სასულიერო პირები ხართ. უკლებლივ ყველა. თქვენ ნუგეშისა და თანაგრძნობის დიდოსტატები ხართ.

საღმრთო ლიტურღიისას, მშვიდობის კათედრალში ჩემი „სააღდგომო ლექსები“-ს კითხვისას სივრცე იცვლებოდა. ტაძარი რაღაც დიდ ნისლეულზე ტივტივებდა და დიდი მდუმარებაც გარს მეხვეოდა. სუნთქვა მიბუჟდებოდა და მერე უცნაურად დათბა. ამ სითბოში კი ყველაფრის მიზეზსა და შედეგს ვხედავდი და გულში ერთად ერთ სიტყვას ვიმეორებდი – მადლობა.

დიახ მადლობა ღმერთს მეგობრებო, მშვიდობის კათედრალის მამაცო სულებო, ქრისტეს იერის მანათობელო ვარსკვლავებო, ჩემთვის პოეზია, ღვთის ხმაა ადამიანში, მისი ყოფნის სიხარულია. სიყვარულის გამოთქმა კი პოეზიის გვირგვინია ჩემთვის. იგია სწორედ თავისუფლება, რომლის უდიდესი სიმბოლოცაა საქართველოს მშვიდობის კათედრალი და რადგან:

განიკურნება განუკურნებელი, შენ ამბობ თავიდან ვიშვებით თითქოს?

თუ წლები გავლენ საუკუნენი, ერთმანეთს მაშინ როგორღა ვიცნობთ?

პასუხს ელოდნენ მისგან მით უფრო, მესსიის ხმაში შუქი გალობდა

და თორმეტივეს ერთად მიუგო: თქვენი გზა ვიქნები თქვენი აღდგომა,

სახებას შეიცვლის მთელი ქვეყანა, ღვინოდ დამლევენ პურად შემჭამენ,

წარმოშობილნი თუ კი ჩემგან ხართ, თქვენ სიყვარულით იცნობთ

ერთმანეთს.

მილიონიან აუდიტორიას – რომელიც ქრისტეში შეყვარებული, მთელ კაცობრიობაში შეყვარებული დებისა და ძმებისგან შედგება. გულანთებული, მამაცი, კეთილშობილი და თავისუფალი პიროვნებებისგან შედგება.

როცა ჩემში ადამიანს ვგრძნობ, ღმერთსაც მაშინ ვგრძნობ და სხვა გზა არ ვიცი თუ არა გზა საკუთარი თავისკენ და გზა საკუთარი თავისკენ სწორედ ეგაა გზა ღმერთისკენ. ყველაფერი რაც ჩვენ გვსურს ჩვენივე შიშების მიღმაა, თვითონ შიში კი ილუზიის საზღვარი მგონია, როგორც იმედი მიმაჩნია მომავლის მონატრებად და ძალიან მიხარია – რომ ამირჩია ღმერთმა ვიყო ის, ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი და თუ მეცოდინება თუ რა გზით სურს ადამიანს იყოს გამორჩეული, მაშინ მეცოდინება თუ ვინაა ის სინამდვილეში.

არც შელამაზება სჭირდება რამეს, აი თვითონ სილამაზეს კი დანახვა სჭირდება. სხვაში ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ რაც ჩვენშია ან გვინდა რომ იყოს. ყველგან იმას ვპოულობთ რასაც დავატარებთ და თუ ჩვენ როდისმე ერთმანეთს ვიცნობთ – სწორედ სიყვარულით ვიცნობთ ერთმანეთს. სიყვარულით ამოვიცნობთ ჩენში თავისუფალ პიროვნებასაც, რადგან სიყვარულია თავისუფლებაც.

დავით დეფი♔სიახLOVE

17 აგვისტო 2017

It’s important

Making a DonationYou Help All These People