• Home
  • Mako Gavtadze

Mako Gavtadze

I am a lawyer. I have been working for the Tolerance Center operating under the umbrella of the Public Defender’s Office since 2006. I am working on Human Rights issues and Religious Rights in particular. The Tolerance Center is coordinating the activities of the Religious Council. In 2013 my friends and I founded an NGO ‘Tolerance and Diversity Institute’ (TDI). I have known and cooperated with the Peace Cathedral and its representatives since 2006.

For me, the Peace Cathedral first of all are the people who minister here. Relationship with them is always easy and pleasant. They are not afraid to be uncompromising, to stand for the oppressed and marginalized ones, to break down the stereotypes. When you come to the Peace Cathedral, you feel that here everyone is free and equal. People are not ranged by their identity, by their background or worldview. Here they love you just because you are a human being.

I wish the Peace Cathedral to be stronger and to keep on fighting for people’s freedom and equality. And I wish Georgia to have more Peace Cathedrals.

I was born in Tbilisi in 1976 in  Lado and Mzia Gotsiridzes family. My Mom was a daughter of the Baptist Pastor, so, my siblings and I were brought up in the Peace Cathedral. Church was a second home for us. My grandpa baptized me when I was 17.

For many years I worked for the radio ‘Megobari’ where we had been recording Bible Stories on types. Later, I studied at the Theological Seminary in Gurjaani.

I was in the Church under the communist regime, later, I was there when dramatic changes took place both in the church and in the society. The Church was changing from inside ( I mean the liturgy, the form of service) as well as outside ( I mean the relationship with the society, speaking out loud about the problems. Some would like the changes and others would be embarrassed).

One day a young Danish guy named Simon came to Georgia. We became good friends and later we became more than friends.  And now, after 16 years we have wonderful family with three children: Joseph, Miqa and Sara. I am studying pedagogy at the university. I work for the Free Churches’ common Project of Bornholm – Children’s Club Supermax. I also have hours to work for the house for elderly.

When I think of Georgia I miss my family, my parents, my sister and brother and I miss my church. Peace Cathedral looks quite different than the church I was brought up in. I miss the high Church Celebrations – Christmas and Easter.

I wish Peace Cathedral to be the Embassy of our Lord and to be always bold enough to speak up the truth.

With Love,

Natia Gotsiridze Spanner Hansen  

ვარ იურისტი. 2006 წლიდან ვმუშაობ სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრში ადამიანის უფლებების, უფრო კონკრეტულად კი რელიგიის თავისუფლების მიმართულებით. ცენტრი კოორდინაციას უწევს რელიგიათა საბჭოს საქმიანობას. ასევე, 2013 წელს, მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI). 2006 წლიდან ვიცნობ, ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ მშვიდობის კათედრალის წარმომადგენლებთან.

ჩემთვის, მშვიდობის კათედრალი, პირველ რიგში, არიან ის ადამიანები, რომლებიც აქ მოღვაწეობენ. მათთან ურთიერთობა არის ყოველთვის მარტივი და სასიამოვნო. ისინი არ ერიდებიან იყვნენ პრინციპულები, დადგნენ დევნილის და განსხვავებულის გვერდით, გაარღვიონ დამკვიდრებული სტერეოტიპები. მშვიდობის კათედრალში მიხვალ და ნახავ, რომ აქ ყველა თანასწორი და თავისუფალია. არ განირჩევიან ადამიანები მათი იდენტობის, ამა თუ იმ კუთვნილებისა და შეხედულებების მიხედვით.  აქ უბრალოდ ადამიანი უყვართ.

მშვიდობის კათედრალს ვუსურვებ მეტად გაძლიერებას, ადამიანების თავისუფლების და თანასწორობის დაცვისთვის მოღვაწეობის გაგრძელებას. საქართველოს კი ვუსურვებ მეტ მშვიდობის კათედრალს.

დავიბადე 1976 წელს ქ. თბილისში, ლადო და მზია გოცირიძეების ოჯახში. დედა ხუცესის შვილი და აქტიური ეკლესიის წევრი იყო. ამდენად,  ვიზრდებოდი მშვიდობის კათედრალის წიაღში ჩემ დედმამიშვილებთან ერთად. ეკლესიას ჩემ მეორე ოჯახად ვთვლიდი. 17 წლის ასაკში ლადო პაპამ მომნათლა.

ვმუშაობდი ეკლესიასთან არსებულ რადიოსტუდია „მეგობარში“ სადაც ბიბლიურ მოთხრობებს ვახმოვანებდით. მოგვიანებით ვსწავლობდი გურჯაანის თეოლოგიურ სემინარიაში.

რამდენადაც მე ვიზრდებოდი ეკლესიის ხელში, იმდენად ეკლესიაც იზრდებოდა ჩემ ხელში. ჩემ თვალწინ გამოიარა ჯერ კომუნისტური რეჟიმის ქვეშ ყოფნა, მერე რეფორმების დრომ. იცვლიდა სახეს და ფორმას, როგორც შიგნიდან- ვგულისხმობ ლიტურგიას და საეკლესიო მსახურებებს, ისე გარედან – როცა მშვიდობის კათედრალმა დაიწყო საზოგადოებაში თავისი აზრის ხმამაღლა გამოხატვა, რაც ზოგს მოსწონდა და ზოგსაც აღიზიანებდა. 

ერთხელ ეკლესიას ესტუმრა დანიელი ყმაწვილი სახელად სიმონი, რომელთანაც დავმეგობრდი, მერე მეგობრობა მიჯნურობაში გადაიზარდა და დღეს უკვე 16 წლის ოჯახი გვაქვს. ვცხოვრობთ დანიაში და გვყავს სამი შვილი _ იოსები, მიქა და სარა. ამჟამად ვსწავლობ უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ვმუშაობ მოხალისედ საბავშვო კლუბ Supermax-ში რომელიც არის ბორნჰოლმის თავისუფალი ეკლესიების ერთობლივი პროექტი. და მაქვს ცოტაოდენი საათები მოხუცებულთა სახლში.

როდესაც საქარტველოზე ვფიქრობ და მენატრება ვხედავ ჩემ ოჯახს- მშობლებს, ჩემ დას და ძმას, და მერე ჩემ ეკლესიას. რომელიც ეხლა სულ სხვანაირედ გამოიყურება ვიდრე მე მახსოვს. მენატრება განსაკუთრებით საეკლესიო დღესასწაულების დღეებში, როცა ვიცი რა ამბები ტრიალებს საშობაოდ ან სააღდგომოდ ეკლესიაში.

მშვიდობის კათედრალს ვუსურვებ დღეგრძელებას და ყოველთვის ყოფილიყოს უფლის საელჩო ამ წუთისოფელში და ეთქვას თავისი სათქმელი როცა საჭიროა.

დიდი სიყვარულითა და მონატრებით თქვენი

ნათია გოცირიძე სპანნერ ჰანსენი